ჩარტისტული მოძრაობა

სანდრო ტაბატაძე

1%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90სოციალური მოძრაობა ეს არის ადამიანთა კოლექტიკური გაერთიანება,რომელიც სოციალურ ცვლილებებს უჭერს მხარს. მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, საინტერესო იქნება ევროპის ერთ-ერთი უძველესი საპროტესტო კამპანიის – ჩარტისტული მოძრაობის ძირითადი ნიშნების გამოკვეთა და დღევანდელი პერსპექტივიდან მის მნიშველობაზე საუბარი.

რატომ ჩამოყალიბდა ჩარტისტული მოძრაობა?

დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში ფართოდ გავრცელდა ინდუსტრიალიზაციის პროცესი. ინდუსტრიულ საწარმოებში დასაქმებულებისგან ახალი სოციალური კლასი ჩამოყალიბდა. მათ ინტერესს არ ითვალისწინებდნენ საწარმოოს მფლობელები და პარლამენტის წევრები. შედეგად, მუშათა კლასი უკმაყოფილო იყო არსებული სოციალური წესრიგით. მათი პროტესტი გახლდათ უკურეაქცია ინდუსტრიალიზაციის პროცესისგან გამომდინარე შედეგებზე. ისინი აპროტესტებდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას: მაღალ გადასახადებს, დაბალ ხელფასებს, უმძიმეს სამუშაო პირობებს, სოციალურ უთანსწორობას მდიდრებსა და ღარიბებს შორის, არსებულ საარჩევნო სისტემას.

1%e1%83%aa%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98საწარმოებში მომუშავე მოქალაქეებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონებრივი ცენზის არსებობის გამო, რაც, ფაქტობრივად, მათ პოლიტიკურ თანამონაწილეობას გამორიცხავდა. მაშინ, როცა, მათი რაოდენობა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენდა. ასევე XIX საუკუნის 20-30იან წლებში ფინანსურ კრიზისებს შედეგად მოჰყვა უმუშევრობის დონის აწევა, რამაც გავლენა მოახდინა ჩარტისტული მოძრაობის ჩამოყალიბებაზე.

რატომ გახდა ჩარტისტული მოძრაობა მასობრივი?

მე-19 საუკუნის 30-იანი წლების პროტესტმა სერიოზული ცვილებები ვერ გამოიწვია, ამას დაემატა ისიც, რომ 1834 წელს თემთა პალატამ გააუქმა “ელიზაბედის ღარიბთა კანონი”. შესაბამისად, საჭირო გახდა მოძრაობა უფრო მასობრივი გამხდარიყო და ახალი გეგმის შემუშავებაც დღის წესრიგში დადგა.

1836 წელს დაარსდა ლონდონის მუშათა ასოციაცია, ხოლო 1 წლის შეგდეგ ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინეს “სახალხო ქარტიის” (თჰე ჩჰარტერ) კანონპროექტი. სწორედ აქედან მოდის იმ პერიოდის საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა, ჩარტისტების (ჩჰარტისტს) სახელწოდება.

1chartstsსოციალური მოძრაობა წარმატებულად იყენებდა პოლიტიკური კომუნიკაციის მეთოდებს. მათ მოახერხეს მილიონიანი პეტიციების შეგროვება, ხშირად აწყობდნენ მასობრივ შეკრებებს, სადაც საჯარო განხილვებს იწყებდნენ და აყალიბებდნენ მთავარ გეგმებსა და მიზნებს. გაზეთების საყოველთაო გავრცელებამ კი პროტესტი უმძლავრესი გახადა. აქედან გამომდინარე, ჩარტისტული მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

რა მიზნები ჰქონდათ ჩარტისტებს?

თანაბარი სოციალური და პოლიტიკური უფლებები ყველა სოციალურ ფენას-ეს ჩარტისტთა მთავარი მიზანი გახლდათ. მათ “სახალხო ქარტიაში” ჩამოაყალიბეს 6 ძირითადი რეფორმა, რაც არსებული პრობლემების გადაჭრის გზას წარმოადგენდა.
•საარჩევნო ქონებრივი ცენზის გაუქმება;
•არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა მამაკაცს,რომელსაც 21 წელი შეუსრულდა;
•თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქები;
•ფარული კენჭისყრა;
•ყოველწლიური საპარლამენტო არჩვნები;
•პარლამენტის წევრთა ანაზღაურება.

1%e1%83%aa%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1როგორც ვხედავთ, ჩარტისტები პოლიტიკური სისტემის რეფორმას უჭერდნენ მხარს, მაგრამ ცვილებების მთავარი მიზეზი სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა და ასახავდა მუშათა კლასის ჩაგრულ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა არ გაითვალისწინა მათი უფლებები და მასობრივი დემონსტრაციები ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო.

რა შედეგით დასრულდა ჩარტისტული მოძრაობა?

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მახასიათებლის მქონე ჩარტისტული მოძრაობის მეორე ფაზა XIX საუკუნის 40იან წლებში დაიწყო,მაგრამ მას რევოლუციური ხასიათი ჰქონდა. ბრიტანეთის მთავრობამ კვლავ დააჩხო საპროტესტო ტალღა.

ჩარტისტებმა სოციალური მოძრაობის პროცესში ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს. შესაძლებელია რამდენიმე მიზეზის გამოყოფა. ჯერ ერთი, მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს ბრიტანეთის პარლამენტში და ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო პოლიტიკური და სოციალური უფლებებისთვის მებრძოლი მოქალაქეები. ასევე, მათ მხარი არ დაუჭირა საშუალო ფენამ, რომელმაც სტატუს ქუო-ს შენარჩუნება ამჯობინა. და ბოლოს, ჩარტისტთა რიგებიდან ბევრი მოქალაქე სხვადასხვა სოციალური რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფში გადავიდა.

მართალია, ჩარტისტულმა მოძრაობამ საპროტესტო კამპანიის დროს მიზნებს ვერ მიაღწია, მაგრამ გაიზარდა ინფორმირებულობა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, გაუქმდა პურის დამატებითი ბეგარა გაჭირვებულებისთვის, დაწესდა 10 საათიანი სამუშაო დღე ბავშვებისა და ქალებისათვის. XX საუკუნის დასაწყისში კი ბრიტანეთში საყოველთაო ხმის მიცემის უფლება ამოქმედდა.

რა მნიშველობა ჰქონდა ჩარტისტულ მოძრაობას?

ჩარტისების მთავარი მიზანი არსებული სოციალური წესრიგის შეცვლა იყო,ისინი ცდილობდნენ პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს საპროტესტო კამპანია სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებისთვის იბძროდა.

ჩარტიზმმა ბიძგი მისცა პირველ მასობრივ მუშათა კლასის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას და მემარცხენე ძალების გაძლიერებას. დღესდღეობით მათი 6 მოთხოვნიდან ყველა დაკმაყოფილებულია და ბრიტანული საზოგადოება ერთხმად თანხმდება მათ მნიშვნელობაზე. ამ სოციალურმა მოძრაობამ საფუძველი ჩაუყარა ბრიტანული სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას როგორებიცაა: სოლიდარობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვამტკიცოთ, რომ სოციალურ მოძრაობებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ სისტემასა და საზოგადოების ცნობიერებაზე. მართალია, ჩარტისტების შემთხვევაში შედეგი საპროტესტო ტალღის პროცესში არ გამოჩნდა, მაგრამ მათი ბრძოლა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრიტანული სამოქალაქო კულტურის საფუძვლად იქცა.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ “Civicus”-ის მეოთხე ნომერში, გვ. 4-9
ნომრის სრულად ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://cela.ge/ge/civicus/4

Leave a comment